|
2024-02-22 16:12:32, 1055 ნახვა
მსოფლიო
ჯო ბაიდენი- ჩვენ გვყავს გიჟი, ნაბიჭვარი პუტინი
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს გიჟი უწოდა. ამის შესახებ „გარდიანი“ წერს. ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინის შესახებ ეს განცხადება კლიმატურ ცვლილებებზე საუბრისას გააკეთა. „ჩვენ გვყავს გიჟი, ნაბიჭვარი პუტინი და ყოველთვის უნდა ვიღელვოთ ბირთვული კონფლიქტის გამო, მაგრამ კაცობრიობის ეგზისტენციალური საფრთხე არის კლიმატი“, - განაცხადა ბაიდენმა. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ბაიდენს მისი სიტყვების სირცხვილი უნდა ჰქონდეს. „შემიძლია ვთქვა, რომ შეერთებული შტატების მეთაურის პირიდან ასეთი უაზრო განცხადებები ნაკლებად სავარაუდოა, რომ რაიმე სახის შეურაცხყოფა მიაყენოს სხვა სახელმწიფოს მეთაურს, განსაკუთრებით პრეზიდენტ პუტინს. მაგრამ ეს დიდი სირცხვილია თავად ქვეყნისთვის, აშშ-სთვის. ასეთი ენის გამოყენება სირცხვილი უნდა იყოს“, - განაცხადა პესკოვმა. მისი თქმით, აშშ-ს ლიდერი „ჰოლივუდის კოვბოის სტილში ქცევას ავლენს“ შიდა პოლიტიკური ინტერესების სასარგებლოდ.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)