|
2024-02-22 14:05:13, 923 ნახვა
სამართალი
პროკურატურა - უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე სასამართლომ ერთი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირი დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირი დამნაშავედ ცნო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. გენპროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა საფრანგეთში მოქმედ საბანკო დაწესებულებებს მათი კლიენტების სახელით ცრუ შეტყობინებები გაუგზავნა და ოფშორული კომპანიის სახელზე, საქართველოში გახსნილ საბანკო ანგარიშებზე 444 827 ევრო მოტყუებით ჩაარიცხინა. "შემდგომში, ფულის გათეთრების მიზნით, მსჯავრდებულმა მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხის ნაწილი, ფიქტიური დანიშნულებებისა და ყალბი დოკუმენტების საფუძველზე, მასთან დაკავშირებული პირების უცხოურ საბანკო ანგარიშებზე გადარიცხა, რა გზითაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებულ ფიზიკურ პირს სასჯელის სახედ და ზომად, "ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის გათვალისწინებით, 7 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო იურიდიულ პირს სამეწარმეო საქმიანობის უფლება უვადოდ ჩამოერთვა და 100 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა. განაჩენით მსჯავრდებულს საბანკო ანგარიშებზე დაყადაღებული დაახლოებით 500 000 ლარის ეკვივალენტი უცხოური ვალუტა სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ამერიკელი სენატორები ორივე პარტიიდან, პენტაგონისგან უკრაინისთვის დახმარების დაჩქარებას მოითხოვენ.
თბილისში მამაკაცი დანით მოკლეს, ეჭვმიტანილი დაკავებულია
წელს მეორედ, პუტინმა უკრაინაში ომის ასობით ათასი მსხვერპლი „არა ფუჭად“ მოიხსენია
„გამარჯობა, გრენლანდია!“: ტრამპი კუნძულის შესახებ ახალ პოსტს აქვეყნებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)