|
2023-08-16 09:33:37, 1323 ნახვა
ომი უკრაინაში
ბლინკენი მოუწოდებს კონგრესს, უკრაინისთვის დამატებით 24,1 მილიარდის გამოყოფას მხარი დაუჭიროს
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი კონგრესს მოუწოდებს, უკრაინისთვის დამატებით $24,1 მილიარდის გამოყოფასთან დაკავშირებით, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მოთხოვნას მხარი დაუყოვნებლივ დაუჭიროს. როგორც ბლინკენმა 15 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აშშ-ისა და მოკავშირეების დახმარებამ უკრაინას საშუალება უნდა მისცეს, მომავლისთვის იბრძოლოს. "გასულ კვირაში ჯო ბაიდენმა მოითხოვა 24,1 მილიარდი დოლარი უკრაინის უსაფრთხოების, ეკონომიკის, ჰუმანიტარული საჭიროებების მხარდაჭერის გასაგრძელებლად, ისევე, როგორც სხვა ქვეყნების, რომლებიც განიცდიან ამ ომის შედეგებს. ჩვენმა ძალისხმევამ და რესურსებმა ისევე, როგორც მოკავშირეებისა და პარტნიორების დახმარებამ, საშუალება უნდა მისცეს უკრაინელებს, რომ იბრძოლონ სიცოცხლისთვის, თავისუფლებისა და მომავლისთვის. მოვუწოდებ კონგრესს, დაუყოვნებლივ დაუჭიროს მხარი დამატებითი დაფინანსების გამოყოფის მოთხოვნას", - განაცხადა ბლინკენმა.
ამერიკელი სენატორები ორივე პარტიიდან, პენტაგონისგან უკრაინისთვის დახმარების დაჩქარებას მოითხოვენ.
თბილისში მამაკაცი დანით მოკლეს, ეჭვმიტანილი დაკავებულია
წელს მეორედ, პუტინმა უკრაინაში ომის ასობით ათასი მსხვერპლი „არა ფუჭად“ მოიხსენია
„გამარჯობა, გრენლანდია!“: ტრამპი კუნძულის შესახებ ახალ პოსტს აქვეყნებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)