11:59 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-14 19:52:47, 1422 ნახვა

ომი უკრაინაში
აშშ-მა უკრაინისთვის 200 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის 200 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, დახმარება ითვალისწინებს საბრძოლო მასალებს საზენიტო თავდაცვის სისტემებისთვის, საარტილერიო ჭურვებს, ტანკსაწინააღმდეგო  და განაღმვის საშუალებებს.

დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს:
დამატებითი საბრძოლო მასალა Patriot HIMARS სისტემებისთვის, 155 მმ და 105 მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვები, ასევე 120 მმ სატანკო საბრძოლო მასალა; TOW რაკეტები, Javelin ტანკსაწინააღმდეგო სისტემები და სხვა; 37 ტაქტიკური მანქანა ტექნიკის გადასატანად, 58 მისაბმელი წყლის ტექნიკისთვის; 12 მილიონზე მეტი ვაზნა მცირე ზომის იარაღისთვის; დანაღმვის მოწყობილობები და სისტემები, ჭურვები დაბრკოლებების გასაწმენდად და სათადარიგო ნაწილები აღჭურვილობის შესაკეთებლად.

“უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა გაგრძელდება მანამ, სანამ რუსეთი არ დაასრულებს ომს უკრაინის ტერიტორიიდან ჯარების გაყვანით და სასტიკი თავდასხმების შეწყვეტით”, - განაცხადა ბლინკენმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ამერიკელი სენატორები ორივე პარტიიდან, პენტაგონისგან უკრაინისთვის დახმარების დაჩქარებას მოითხოვენ.
თბილისში მამაკაცი დანით მოკლეს, ეჭვმიტანილი დაკავებულია
წელს მეორედ, პუტინმა უკრაინაში ომის ასობით ათასი მსხვერპლი „არა ფუჭად“ მოიხსენია
„გამარჯობა, გრენლანდია!“: ტრამპი კუნძულის შესახებ ახალ პოსტს აქვეყნებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics