|
2023-05-19 12:16:40, 1620 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკი“ და GITA ინოვაციური სტარტაპების მხარდაჭერას ახალი პარტნიორობის ფარგლებში გააგრძელებენ
„საქართველოს ბანკი“, როგორც ტექნოლოგიური ბანკი, მუდმივად ზრუნავს, რათა ხელი შეუწყოს ციფრული პროდუქტების განვითარებასა და ინოვაციური სტარტაპებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას. სწორედ ამ მიზნით, ფინანსურ ინსტიტუტსა და GITA-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ბანკსა და „საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს“ შორის პარტნიორობა GITA-ს პროექტის - „თანადაფინანსების გრანტები სტარტაპებისთვის“ ფარგლებში გამარჯვებული სტარტაპების განვითარების ხელშეწყობას გულისხმობს. კერძოდ, ბანკი იმ კონკურსანტებს, რომლებიც პროექტის ფარგლებში საგრანტო კონკურსის სატრენინგო ეტაპზე მიიღებენ მონაწილეობას, ელექტრონული კომერციის, როგორც სერვისის ინტეგრაციაში დაეხმარება და მათთვის შეღავათიან პირობებს აამოქმედებს: მონაწილეებისთვის გავრცელდება 1% საკომისიო ინტეგრაციიდან პირველი 6 თვის განმავლობაში. ინტეგრაციაზე რეგისტრაციას კი სტარტაპები ბანკის ახალი ციფრული პლატფორმით businessmanager.ge შეძლებენ. ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, სტარტაპებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა, ბანკისგან მიიღონ ინფორმაცია ონლაინ გადახდების, მათთვის საჭირო სხვა საბანკო პროდუქტების, რელევანტური შეთავაზებებისა თუ აქციების შესახებ. „საქართველოს ბანკისთვის“, როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის სტარტაპებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, ინოვაციებისა და ტექნოლოგების განვითარების ხელშეწყობა მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. ამ საკითხში გვაქვს კერძო და საჯარო სექტორის პარტნიორობის კარგი გამოცდილება ჩვენი და GITA-ს თანამშრომლობის სახით. სწორედ ამიტომ, ბანკისა და „საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს“ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ კიდევ უფრო მეტად შევუწყოთ ხელი ინოვაციური სტარტაპების ტექნოლოგიურ განვითარებას. დღეს ტექნოლოგიურმა პროგრესმა ბიზნესის მართვის გზები რადიკალურად შეცვალა. ეს იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში პროდუქციის მიწოდება დაბრკოლებას აღარ წარმოადგენს, რადგან ის ელექტრონული კომერციის გზით ხდება. სწორედ ამ მიმართულებით შევძლებთ სააგენტოს მიერ შერჩეული კონკურსანტების მხარდაჭერას. ინიციატივის ფარგლებში ასევე გაიმართება პრეზენტაციები, სადაც სტარტაპები საბანკო პროდუქტების, მათ შორის ონლაინ გადახდების შესახებ მეტ ინფორმაციას მიიღებენ და მათთვის შემუშავებული შეთავაზებებით ისარგებლებენ“, - აღნიშნავს „საქართველოს ბანკის“ ციფრული საბანკო ეკოსისტემის სამსახურის უფროსი, გიორგი კინწურაშვილი. ინფორმაციისთვის, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მისიაა საქართველოში ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარებისთვის საჭირო ეკოსისტემის ფორმირება, ცოდნისა და ინოვაციის კომერციალიზაციის ხელშეწყობა, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გამოყენების სტიმულირება ეკონომიკის ყველა დარგში, ინოვაციების და მაღალტექნოლოგიური პროდუქტების ექსპორტის ზრდისთვის საჭირო გარემოს შექმნა. სააგენტო 2016 წლიდან დღემდე წარმატებით ახორციელებს ადგილობრივ და საერთაშორისო საგრანტო და საგანმანათლებლო პროგრამებს. სააგენტოს მიერ დაფინანსებულ სტარტაპებში დასაქმებულია 2100-ზე მეტი ადამიანი, მათ მიერ მოზიდულმა დამატებითი კერძო ინვესტიციის მოცულობამ 95 000 000 აშშ დოლარს გადააჭარბა, ხოლო სტარტაპების პროდუქტის/სერვისის გაყიდვებიდან მიღებულმა შემოსავლებმა გადააჭარბა 25 000 000 აშშ დოლარს.
ამერიკელი სენატორები ორივე პარტიიდან, პენტაგონისგან უკრაინისთვის დახმარების დაჩქარებას მოითხოვენ.
თბილისში მამაკაცი დანით მოკლეს, ეჭვმიტანილი დაკავებულია
წელს მეორედ, პუტინმა უკრაინაში ომის ასობით ათასი მსხვერპლი „არა ფუჭად“ მოიხსენია
„გამარჯობა, გრენლანდია!“: ტრამპი კუნძულის შესახებ ახალ პოსტს აქვეყნებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)