11:59 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-16 13:52:57, 869 ნახვა

ეკონომიკა
შემოსავლების სამსახური OECD-ის საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს

15-16 მაისს, სასტუმროში „ბილტმორ თბილისი" ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მასპინძლობს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის (გლობალური ფორუმი) კომპეტენტურ უწყებათა რიგით მე-10 ყოველწლიურ კონფერენციას.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, აღნიშნული კონფერენცია საგადასახადო ადმინისტრაციებს შორის, საგადასახადო ინფორმაციის გაცვლის სტანდარტების განხილვას ეძღვნება.

ღია დისკუსიის ფორმატში, მონაწილეები ერთმანეთს გაუზიარებენ მოსაზრებებსა და წარმატებულ გამოცდილებას.

კონფერენცია გახსნეს და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ და გლობალური ფორუმის სამდივნოს ხელმძღვანელმა ზაიდა მანატამ.

შემოსავლების სამსახურის უფროსმა ინფორმაციის გაცვლის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და წევრ სახელმწიფოებს შორის, თანამშრომლობის აუცილებლობაზე ისაუბრა.

"ჩვენ, სრულად უნდა გავაცნობიეროთ, თუ რა მიზანს ემსახურება ჩვენი შეხვედრა.  ეს მიმართულებებია: ინფორმაციის გაცვლის სტანდარტები და მათგან გამომდინარე ფორმალობები, ასევე საგადასახადო ადმინისტრაციებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა. ურთიერთდახმარების გარეშე ჩვენ ვერ გავუმკლავდებით იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც დღეს ყველანი აღმოვჩნდით. საგადასახადო ადმინისტრაციებს მნიშვნელოვანი როლი გვაკისრია, რათა ერთის მხრივ მაქსიმალურად შევძლოთ სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების მობილიზება, ხოლო მეორე მხრივ ხელი შევუწყოთ და გავუმარტივოთ საქმიანობა ბიზნეს ოპერატორებს. მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით მოთხოვნის საფუძველზე ინფორმაციის გაცვლის სტანდარტის უკეთ განხორციელებისთვის.  90 დღეში, უკვე შესაძლებელია გავცეთ პასუხი შემოსული  მოთხოვნების აბსოლუტურ უმრავლესობაზე. ჩვენ ძალიან გვახარებს აღნიშნული შედეგი. დასასრულს, მინდა მადლობა გადავუხადო  გლობალური ფორუმის სამდივნოს ჩართულობისა და თანმშრომლობისთვის",-  განაცხადა ლევან კაკავამ.

შეხვედრას, ესწრებიან გლობალური ფორუმის 81 წევრი ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირები.

კონფერენციის ფარგლებში,  გლობალური ფორუმის სამდივნოს ხელმძღვანელი  ზაიდა მანატა გამართავს ორმხრივ შეხვედრებს ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელ პირებთან.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ამერიკელი სენატორები ორივე პარტიიდან, პენტაგონისგან უკრაინისთვის დახმარების დაჩქარებას მოითხოვენ.
თბილისში მამაკაცი დანით მოკლეს, ეჭვმიტანილი დაკავებულია
წელს მეორედ, პუტინმა უკრაინაში ომის ასობით ათასი მსხვერპლი „არა ფუჭად“ მოიხსენია
„გამარჯობა, გრენლანდია!“: ტრამპი კუნძულის შესახებ ახალ პოსტს აქვეყნებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics