|
2023-05-02 01:06:56, 1612 ნახვა
ეკონომიკა
ზურგის ფართოდ გავრცელებული პრობლემები
გადაღლილობა, დაჭიმულობა, დიდხანს ცუდ პოზაში ჯდომა ან წოლა, სიმძიმეების აწევა და უეცარი ტრავმა - ზურგის ტრავმების გამომწვევი ყველაზე გავრცელებული მიზეზებია. გარდა ამ ჩამონათვალისა, მედიცინის წარმომადგენლები სხვა მიზეზებად მჯდომარე ცხოვრების წესს, ხერხემლის პათოლოგიებს, ფიზიკურ დატვირთვას, პროფესიულ საქმიანობასა და სხვადასხვა დაავადებას უკავშირებენ. დაავადებებს შორის კი ყველაზე ხშირად გვხვდება: ● სქოლიოზი; ● კიფოზი; ● ლორდოზი; ● ოსტეოქონდროზი. გარდა ამ დაავადებებისა, ზურგის ერთ-ერთი გავრცელებული პრობლემაა ხერხემლის თიაქარი. დეტალურად ამ პრობლემის შესახებ ინფორმაციის გასაცნობად შეგიძლიათ ეწვიოთ სამედიცინო პორტალს - infomedical.ge. ზურგზე წარმოქმნილ პრობლემებს განსხვავებული სიმპტომები ახასიათებს. ზოგჯერ ზურგის ტკივილი სუნთქვის დროს ძლიერდება, ამას შეიძლება მრავალი განსხვავებული მიზეზი ჰქონდეს. მაგალითად, ძვლოვანი ან კუნთოვანი ნაწილის დაზიანება. მწვავე, ძლიერი, შეტევითი ტკივილი კი, როგორც წესი, წელკავს ახასიათებს. ზურგის ტკივილის დროს პაციენტები მკურნალობის სხვადასხვა მეთოდს მიმართავენ. წელის არეში დატვირთვის შემსუბუქების მიზნით და დისკომფორტის შესამცირებლად ადამიანები ზურგის ქამრებს ატარებენ. ეს პროდუქტი ხერხემლის საჭირო ხარისხით ფიქსაციას უზრუნველყოფს და ზურგის კუნთების დაჭიმვის, სპონდილოზისა და იოგების/მყესის დაზიანების მკურნალობის პროცესში ძალიან ეფექტურია. პაციენტები მას ძვალ-სახსროვანი და კუნთოვანი სისტემის მრავალი დაავადების პროფილაქტიკისა და რეაბილიტაციის მიზნითაც ატარებენ. ზურგსა და ხერხემალზე არსებული სხვადახვა დაზიანებებისა და ტრავმების აღმოჩენისთანავე, პირველ რიგში, გაიარეთ კონსულტაცია პირად ექიმთან და დაიწყეთ დროული და სწორი მკურნალობა. გისურვებთ ჯანმრთელობას!
ამერიკელი სენატორები ორივე პარტიიდან, პენტაგონისგან უკრაინისთვის დახმარების დაჩქარებას მოითხოვენ.
თბილისში მამაკაცი დანით მოკლეს, ეჭვმიტანილი დაკავებულია
წელს მეორედ, პუტინმა უკრაინაში ომის ასობით ათასი მსხვერპლი „არა ფუჭად“ მოიხსენია
„გამარჯობა, გრენლანდია!“: ტრამპი კუნძულის შესახებ ახალ პოსტს აქვეყნებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)