|
2023-01-24 20:35:01, 1695 ნახვა
კომენტარი
მურუსიძე - ჩემთან ბრძოლის დროს, ნუ ცდილობთ, რომ ჩემს გარშემო რაც არის მოსპოთ და გაანადგუროთ
მე გირჩევდით, რომ ჩემთან ბრძოლის დროს, როდესაც ებრძვით ლევან მურუსიძეს, ნუ ცდილობთ, რომ ჩემს გარშემო რაც არის მოსპოთ და გაანადგუროთ, - ასე გამოეხმაურა მოსამართლე ლევან მურუსიძე "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" კვლევას. “სასამართლოში პრობლემა არის, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა რა არის იცით? ის აღვირახსნილი ლანძღვა, გინება და დისკრიმინაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომ შეაზიზღონ მოსამართლეები და სასამართლო სისტემა ლაფში ამოსვარონ, რომ მოქალაქეებს არ ჰქონდეთ ნდობა, რომ აქ არის საშინელი კორუფცია, საშინელი ნეპოტიზმი და საშინელი არაკომპეტენტურობა, აი ეს არის მიმართული ბოროტმოქმედება, რომელსაც არასამთავრობო სექტორი აკეთებს. “ მე გირჩევდით, რომ ჩემთან ბრძოლის დროს, როდესაც ებრძვით ლევან მურუსიძეს, ნუ ცდილობთ, რომ ჩემს გარშემო რაც არის მოსპოთ და გაანადგუროთ. იმიტომ, რომ არ არის სწორი. ადამიანს რაც გაუკეთეს და რაც შეურაცხყოფა მიაყენეს და რაც აბულინგეს ტელევიზიებით, რა ვიცი მე ვერაფერს ვერ დამაკლებთ რეალურად, როგორც ლევან მურუსიძეს, რეალური მიზანი რაც არის...ადამიანი წლებია უკვე რაც მუშაობს სასამართლო სისტემაში", - განაცხადა ლევან მურუსიძემ. ცნობისთვის, "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა" (IDFI) უზენაესი სასამართლოს 28 მოსამართლის, მეორე ინსტანციის სასამართლოს 84 მოსამართლის, და პირველი ინსტანციის სასამართლოს 209 მოსამართლის ქონებრივი დეკლარაციები შეისწავლა, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქმედი მოსამართლეების თითქმის ოჯახის ერთი მესამედის წევრი დასაქმებულია საჯარო სამსახურში. IDFI გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლებისა და ნეპოტიზმის, ფავორიტიზმის და კორუფციის რისკების შემცირების მიზნით ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ დამატებითი სტანდარტები დანერგოს.
PACE-მ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მოამზადა, მას ივნისის სესიაზე ეყრება კენჭი
უნგრეთის მმართველი პარტია პრემიერმინისტრის ვადების შეზღუდვას გეგმავს
ოცნების მთავრობა: საქართველოში ყაზახეთის პრეზიდენტის, კასიმ-ჟომარტ ტოკაევის ვიზიტია დაგეგმილი
Cashback-ის და Visa-ს შეთავაზება ICR Trade-ის მაღაზიებში
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)