18:56 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-09 11:53:34, 633 ნახვა

სამართალი
აფგან მუხთარლი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა.

როგორც მან აღნიშნა, ის აპირებს საგამოძიებო უწყებასთან ითანამშრომლოს და მისი გატაცების შესახებ ჩვენება მისცეს.

შეგახსენებთ, რომ აფგან მუხთარლი პროკურატურაში გამოკითხვაზე გუშინ, 8 აპრილს მივიდა. მას აზერბაიჯანული ენის 2 თარჯიმანი გაესაუბრა, თუმცა მან ორივეზე უარი თქვა და აღნიშნა, რომ ისინი მისთვის გასაგებ ენაზე თარგმანს ვერ უზრუნველყოფდნენ. აღნიშნულის გამო, მუხთარლიმ საგამოძიებო უწყება დატოვა.

ცნობისთვის, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი საქართველოში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა. ის საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებებს 2017 წლის მაისში თბილისიდან მის გატაცებასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას ედავება. აზერბაიჯანელ ჟურნალისტს ბრალად საზღვრის უკანონო გადაკვეთა, დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის გადატანა და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედებოდა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მათში გამჯდარია და გარანტია აქვთ დაუსჯელობის სინდრომის - სამუშია პოლიციელებზე
კობახიძე: ვნახე კადრები, შესაბამის უწყებებს უნდა ჰქონდეთ და ექნებათ სათანადო რეაგირება
ქართული ოცნების პოლიტიკის გარდაუვალი შედეგია – თავისუფლების მოედანი გორში მომხდარზე
მეუფე ზენონი: პოლიციელების მსგავსი ქმედებები მხოლოდ ფიზიკური ძალადობის ფაქტი არ არის - ეს ტოვებს ყველაზე დამთრგუნველ კვალს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics