12:58 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-04 12:56:17, 1124 ნახვა

ომი უკრაინაში
პუნქტების რაოდენობა, სადაც კორონავირუსზე ტესტირების ჩატარებაა შესაძლებელი, შესაძლოა გაიზარდოს

პუნქტების რაოდენობა, სადაც შეიძლება კორონავირუსზე ტესტირება ჩატარდეს, შესაძლოა გაიზარდოს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, კორონავირუსზე ტესტირება შესაძლოა აფთიაქებსა და სტომატოლოგიურ კლინიკებშიც ჩატარდეს, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული.

„აფთიაქების დამატება არ არის გამორიცხული, ტესტირების აღებისთვის შესაბამისი სივრცეა საჭირო. თუ ვნახავთ, რომ კლინიკები საკმარისი არ არის, შესაძლოა ესეც განხილული იყოს. აფთიაქში უნდა იყოს საშუალება, რომ იქ გამოიყოს ტესტირებისთვის სპეციალური სივრცე. ვფიქრობ, რომ თუ თბილისის მასშტაბით 40 ამბულატორია არ იქნება საკმარისი, შეიძლება ეს გადაწყვეტილება მივიღოთ. გარდა ამისა, შესაძლოა გამოყენებული იყოს სტომატოლოგიური კლინიკებიც“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
EU-ის საელჩო ადასტურებს ფორმულას ინფორმაციას, რომ პაველ ჰერჩინსკის მანდატი გაუხანგრძლივა
ცხინვალის რეგიონში მიმდინარეობს რუსი პროპაგანდისტის ძებნა, რომელიც მდინარე ლიახვში ჩავარდა
ზელენსკი „ასოცირებული წევრობის“ იდეას უსამართლოდ მიიჩნევს - Reuters
ამერიკელი სენატორები ორივე პარტიიდან, პენტაგონისგან უკრაინისთვის დახმარების დაჩქარებას მოითხოვენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics