12:28 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-21 13:27:08, 512 ნახვა

საზოგადოება
“თიბისი ბანკის” მხარდაჭერით „არტვილა გარიყულაში“ თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი - Fest i Nova 2015 G-15 გაიხსნა

“თიბისი ბანკის” მხარდაჭერით, „არტვილა გარიყულაში“ ძმებ ზდანევიჩების სახელობის მე-7 საერთაშორისო თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი - Fest i Nova 2015 G-15 გაიხსნა.

ფესტივალი წელს დაარსებიდან მე-15, საიუბილეო თარიღს აღნიშნავს.

Fest i Nova 2015 G-15 შარშანდელის მსგავსად, წელსაც კონცეპტუალური პავილიონების თემას აგრძელებს. წლევანდელმა ფესტივალმა ქართველებთან ერთად, მსოფლიოს ათი ქვეყნიდან ჩამოსული ხელოვანები და თანამედროვე ხელოვნების ქართულ-უცხოური  ინსტიტუციები გააერთიანა. Fest i Nova 2015 G-15 -ის ფარგლებში პირველად გაიხსნა აზერბაიჯანის, ლიტვისა და უკრაინის პავილიონებიც.

წელს თიბისი ბანკმა, პროექტის -  #წერექართულად ფარგლებში Fest i Nova 2015-ზე  ინტერაქტიული არტობიექტი წარმოადგინა - დაფა, რომელზეც ქართველ და უცხოელ დამთვალიერებლებს  მოძრავი ქართული ანბანის ასოებით საკუთარი ემოციების წერილობით გამოხატვა შეუძლიათ.

„უკვე მესამე წელია, თიბისი ბანკი Fest i Nova-ს ერთგული მხარდამჭერია. გასული წლის მსგავსად, წელსაც შეიქმნა თიბისი ბანკის არტობიექტი, რომელიც ჩვენ მიერ დაწყებულ პოპულარულ პროექტს,  #წერექართულად ეძღვნებოდა. გვიხარია, რომ ჩვენმა არტობიექტმა ქართველ და უცხოელ დამთვალიერებელში მოწონება დაიმსახურა. მათ  საკუთარი შთაბეჭდილებები მოძრავი ქართული ანბანის საშუალებით გაგვიზიარეს,“  -აცხადებს თამარ კირვალიძე, თიბისი ბანკის საგარეო ურთიერთობებისა და მედია კომუნიკაციების დირექტორი.   

ძმებ ზდანევიჩების სახელობის  თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი Fest I Nova  2009 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და მისი მიზანი თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაცია, ხელოვანებისთვის საერთაშორისო პლატფორმის  შექმნა, დიპლომატიური და კულტურული ურთიერთობების გაღვივებაა.  

Fest i Nova G-15   დამთვალიერებელს ერთი თვის განმავლობაში ელოდება. ფესტივალი 19 ოქტომბერს დაიხურება.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ამერიკელი სენატორები ორივე პარტიიდან, პენტაგონისგან უკრაინისთვის დახმარების დაჩქარებას მოითხოვენ.
თბილისში მამაკაცი დანით მოკლეს, ეჭვმიტანილი დაკავებულია
წელს მეორედ, პუტინმა უკრაინაში ომის ასობით ათასი მსხვერპლი „არა ფუჭად“ მოიხსენია
„გამარჯობა, გრენლანდია!“: ტრამპი კუნძულის შესახებ ახალ პოსტს აქვეყნებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics