11:52 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-19 09:39:08, 521 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს აკადემიაში გენდერული თანასწორობის თემაზე ტრენინგები დაიწყო

შსს-ს აკადემიაში, გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის (UNWOMEN) ორგანიზებითა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების მსმენელებისთვის გენდერული თანასწორობის თემაზე საპილოტე ტრენინგები დაიწყო.

შსს-ს ინფორმაციით, ტრენინგების გახსნას საქართველოში გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი ერიკა კვაპილოვა დაესწრო. სწავლების კურსს შსს-ს აკადემიის საპატრულო პოლიციის ფაკულტეტის უფროსი ნოდარ სააკაშვილი და გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის ინსტრუქტორი ირინა ჟვანია უძღვებიან და მსმენელებს გენდერის, გენდერული თანასწორობის და გენდერული პოლიტიკის საკითხებს აცნობენ.

აღნიშნული მოდული პატრულ-ინსპექტორთა და უბნის ინსპექტორთა მომზადების სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებშია შესული. ოთხი საპილოტო ტრენინგის ჩატარების შემდეგ, შსს-ს აკადემია საკუთარი რესურსებით გააგრძელებს ამ სასწავლო კურსის განხორციელებას. სწავლების მიზანია საერთაშორისო და ადგილობრივი სამართლებრივი აქტების გაცნობის საფუძველზე, კანონის წინაშე თანასწორობისა და დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმის დაუშვებლობის შესახებ მომავალი პოლიციელების ცოდნის გაღრმავება.

  • შინაგან საქმეთა სამინისტრო და გაერო-ს ქალთა ორგანიზაცია მუდმივად თანამშრომლობენ, ერთობლივად ახორციელებენ სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტს, ტრენინგებსა და აქტივობებს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ამერიკელი სენატორები ორივე პარტიიდან, პენტაგონისგან უკრაინისთვის დახმარების დაჩქარებას მოითხოვენ.
თბილისში მამაკაცი დანით მოკლეს, ეჭვმიტანილი დაკავებულია
წელს მეორედ, პუტინმა უკრაინაში ომის ასობით ათასი მსხვერპლი „არა ფუჭად“ მოიხსენია
„გამარჯობა, გრენლანდია!“: ტრამპი კუნძულის შესახებ ახალ პოსტს აქვეყნებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics