18:53 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-24 10:21:39, 869 ნახვა

ეკონომიკა
GITA - ს მცირე გრანტების პროგრამის სიახლეები

 საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ სტარტაპებს მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში სიახლე შესთავაზა. პროტოტიპირების გრანტების თანხა 5000 ლარიდან 15 000 ლარამდე გაიზარდა და  პროგრამის ფარგლებში ამ ეტაპზე 15 სტარტაპი დაფინანსდა.

GITA - ს მცირე გრანტების პროგრამა ხელს უწყობს ინოვაციების დანერგვას, ტესტირებას ან გაუმჯობესებას მათი შემდგომი კომერციალიზაციისთვის; ასევე ქართული პროდუქტების/სერვისების საერთაშორისო ტექნოლოგიურ და ინოვაციურ ეკოსისტემაში ინტეგრაციასა და მათი კომერციული პოტენციალის გაზრდას.

საგრანტო პროგრამის ფარგლებში ფინანსდება:

  • კომერციალიზაციის პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტის/სერვისის პროტოტიპის შექმნა;
  • პროტოტიპი ანუ პროდუქტის/ სერვისის პირველადი/ადრეული ნიმუში, რომელიც შექმნილია პროდუქტის კონცეფციის, ფუნქციური შესაძლებლობების გამოსაცდელად;
  • ინოვაციური მოწყობილობები და კომპიუტერული პროგრამები.

პროტოტიპის საგრანტო განაცხადი ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით: პროექტის გუნდის კომპეტენცია, ბაზრის მოცულობა/მასშტაბი/შესაძლებლობა, კონკურენტული უპირატესობა, პროდუქტი/ტექნოლოგია, დრო/შემოსავალი.

მცირე გრანტების პროგრამის კომისია დაკომპლექტებულია მაღალი დონის პროფესიონალებით, როგორიცაა:

  1. დავით ჩეჩელაშვილი - მაღალტექნოლოგიური მეწარმე, ტექ. კომერციალიზაციის ექსპერტი და გლობალური სტარტაპების დამფუძნებელი;
  2. თეიმურაზ მამაცაშვილი - მანჩესტერის ბიზნეს სკოლის მაგისტრი  ბიზნესის ანალიზის მიმართულებით. ენტერპრენერული და ბიზნეს პროექტების შეფასებისა და დაფინანსების მრავალწლიანი გამოცდილებით;
  3. გიორგი ტუხაშვილი - Startup Grind Tbilisi - ის თანადამფუძნებელი;
  4. იური სადოევი - ბიზნესის მენეჯერი და კონკულტანტი პროცესის ოპტიმიზაციისა და ციფრული ტრანსფორმაციის საკითხებში;
  5. ლაშა გორგოშიძე - საქართველოს ნაციონალური სტარტაპების ასოციაციის მმართველთა საბჭოს წევრი.

       დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.grants.gov.ge





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მათში გამჯდარია და გარანტია აქვთ დაუსჯელობის სინდრომის - სამუშია პოლიციელებზე
კობახიძე: ვნახე კადრები, შესაბამის უწყებებს უნდა ჰქონდეთ და ექნებათ სათანადო რეაგირება
ქართული ოცნების პოლიტიკის გარდაუვალი შედეგია – თავისუფლების მოედანი გორში მომხდარზე
მეუფე ზენონი: პოლიციელების მსგავსი ქმედებები მხოლოდ ფიზიკური ძალადობის ფაქტი არ არის - ეს ტოვებს ყველაზე დამთრგუნველ კვალს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics