18:53 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-23 14:58:58, 535 ნახვა

ეკონომიკა
„აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, „სკა ჯუს ბარი“ გაფართოვდება

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის პროგრამის მეშვეობით, ქართული კომპანია „სკა ჯუს ბარი" დამატებით ორი ობიექტის გახსნას შეძლებს.

კომპანიის მიერ გაფართოების მიზნით აღებული სესხის ძირი თანხის 90%-ის გარანტორი სახელმწიფო იქნება.

ქართული ჯუს ბარი საქართველოს ბაზარზე 2019 წელს გამოჩნდა და უკვე ორ ლოკაციაზე - ალ. ყაზბეგის 15-სა და ოთ. თაქთაქიშვილის 7 ნომერში ოპერირებს.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით, „სკა ჯუს ბარის" მესამე ფილიალი ფალიაშვილის #13-ში გაიხსნება. ნოემბრის ბოლოს კი ჯანსაღი კვების მოყვარულები მარჯანიშვილის #8-შიც შეძლებენ კომპანიის პროდუქციის დაგემოვნებას.

„სკას მთავარი მიზანია ჩვენს საზოგადოებაში დავამყაროთ ჯანსაღი, სწრაფი კვების კულტურა და გვინდა დავამსხვრიოთ სტერეოტიპი, რომ სწრაფი კვება აუცილებლად უნდა იყოს არაჯანსაღი," - ამბობს კომპანიის თანადამფუძნებელი ანა ტალახაძე.

მისი განცხადებით, კომპანიის კიდევ ერთი პრიორიტეტი ახალგაზრდებისთვის სამუშაო ადგილების შექმნა არის. ამ ეტაპზე „სკა ჯუს ბარში" 40-მდე ადამიანი მუშაობს, ხოლო გაფართოების შემდეგ, ეს რიცხვი 100-მდე გაიზრდება.









ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მათში გამჯდარია და გარანტია აქვთ დაუსჯელობის სინდრომის - სამუშია პოლიციელებზე
კობახიძე: ვნახე კადრები, შესაბამის უწყებებს უნდა ჰქონდეთ და ექნებათ სათანადო რეაგირება
ქართული ოცნების პოლიტიკის გარდაუვალი შედეგია – თავისუფლების მოედანი გორში მომხდარზე
მეუფე ზენონი: პოლიციელების მსგავსი ქმედებები მხოლოდ ფიზიკური ძალადობის ფაქტი არ არის - ეს ტოვებს ყველაზე დამთრგუნველ კვალს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics