18:53 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-21 11:36:15, 612 ნახვა

ეკონომიკა
აგვისტოში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 4.9 პროცენტით გაიზარდა

2020 წლის აგვისტოში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.05 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 4.9 პროცენტიანი ზრდა.

საქსტატის მონაცემების თანახად, 2020 წლის ივლისთან შედარებით ფასები 0.4 პროცენტით შემცირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე, რამაც -0.33 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე.

ასევე, ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების კლება ძირითად ლითონებზე (-4.9 პროცენტი). ამავე პერიოდში ფასები გაიზარდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე (3.3 პროცენტი), რამაც 0.31 პროცენტული პუნქტი შეიტანა ინდექსის ცვლილებაში. 12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:

⦁ დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 4.7 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 3.81 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: კვების პროდუქტები (6.7 პროცენტი), სასმელები (5.0 პროცენტი) და სხვა არალითონური მინერალური პროდუქტები (7.3 პროცენტი);

⦁ სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 19.6 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 1.07 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების ზრდა ლითონის მადნებზე (28.3 პროცენტი);

⦁ ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 0.4 პროცენტით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.03 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მათში გამჯდარია და გარანტია აქვთ დაუსჯელობის სინდრომის - სამუშია პოლიციელებზე
კობახიძე: ვნახე კადრები, შესაბამის უწყებებს უნდა ჰქონდეთ და ექნებათ სათანადო რეაგირება
ქართული ოცნების პოლიტიკის გარდაუვალი შედეგია – თავისუფლების მოედანი გორში მომხდარზე
მეუფე ზენონი: პოლიციელების მსგავსი ქმედებები მხოლოდ ფიზიკური ძალადობის ფაქტი არ არის - ეს ტოვებს ყველაზე დამთრგუნველ კვალს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics