31 მარტს, 19:00 საათზე, შოთა რუსთაველის თეატრში გაიმართება ელგუჯა ბურდულის 75 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო, რომელიც თბილისის მერიის კულუტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით იმართება.
24 მარტს, 18:00 საათზე, თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლაში) მანანა მენაბდის ფოტოგამოფენა „ილუზიები“ გაიხსნება.
„თიბისი ბანკისა“ და ელექტრონული წიგნების სახლის „საბას" მხარდაჭერით, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი 24 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით მრავალჟანრობრივ ფესტივალს, „ ფანARTს" გამართავს.
ლატვიის დედაქალაქის კულტურის სასახლის საკონცერტო დარბაზი "ზიმელბლაზმა" 23 მარტს ქართულ ჯგუფ "ირიაო"-ს უმასპინძლებს.
დღეს, 18:00 საათზე, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში გაიმართება კლასიკური საოპერო მუსიკის კონცერტი სახელწოდებით „სოლიდარობა პარიზს!".
„თიბისი გალერეამ“ ორი ახალგაზრდა დიზაინერის ერთობლივი ნამუშევრის პრეზენტაციას უმასპინძლა.
18 მარტს, თბილისის საკონცერტო დარბაზში საქართველოს სახალხო არტისტის, სახელმწიფო და რუსთაველის პრემიების ლაურეატის, „საუკუნის ქორეოგრაფის" წოდებისა და „ღირსების ორდენის" კავალერის რეზო ჭოხონელიძის ხსოვნის საღამო გაიმართება.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კულტურის სამინისტროსთვის რესურსების გამოყოფის საკითხს განიხილავენ, რომელიც საქართველოს მასშტაბით, კულტურული ღონისძიებების დაფინანსებასა და საერთაშორისო შემსრულებლების ჩამოყვანას ითვალისწინებს.
წელს, სოფელ ძველ აბაშაში, ცნობილი ქართველი მწერლის კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმის განახლება მოხდება.
12 მარტს, 16:00 საათზე, მწერალთა სახლში (ქ.თბილისი, ივ. მაჩაბლის ქ. 13) ახალგაზრდა მწერალთა კონკურსში “მერანი” გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება.
ქ. თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიულ სახელმწიფო თეატრში 13 მარტს, 20:00 საათზე, გაიმართება პრემიერა სპექტაკლისა „13...თიბათვისა".
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More