ბაზისბანკს ჩინეთის განვითარების ბანკის დელეგაცია ესტუმრა. ეს გახლდათ საპასუხო ვიზიტი. მოგეხსენებათ, 2016 წლის დასაწყისში, ბაზისბანკის დელეგაციის ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში, ჩინეთის განვითარების ბანკმა ბაზისბანკს 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის საკრედიტო ხაზი გამოუყო. ხაზის მიზნობრიობა საერთაშორისო სავაჭრო ოპერაციების დაფინანსებაა.