ქართული ეკონომიკის განვითარების ორდღიანი ფორუმის შედეგები ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორმა დანი როდრიკმა ტელეკომპანია „მაესტროსთან“ ინტერვიუში შეაჯამა.
ეკონომიკის სამინისტროს მოწვევით თბილისში მყოფი ჰარვარდის უნივერსიტეტისა და ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტის ცნობილი ეკონომისტები - დანი როდრიკი და ჩარლზ სეიბელი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრა „საქართველოს ეკონომიკის განვითარების ფორუმის“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც 4 აგვისტოს სასტუმრო „რუმსში“ გაიხსნა.
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს.
ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი თამბაქოს ტარიფის კონტროლის პოლიტიკასა და აქციზის ზრდის საკითხზე მუშაობს. როგორც საინფორმაციო სააგენტო BPI-თან საუბრისას დააავადებათა ეროვნული ცენტრის ხემძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, შემუშავებული დოკუმენტი, რომელიც ერთგვარ რეკომენდაციებს შეიცავს თამბაქოს ტარიფთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს უკვე გაეგზავნა.
სტარტაპების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში საპარტნიორო ფონდსა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში 726 განაცხადია წარდგენილი.
„ვითიბი ბანკი“ , სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს სთავაზობს მონაწილეობას პროექტში VTB Generation.
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოსთან ახლოს მდებარე უცხოური ინვესტიციებით შექმნილ ორ მეურნეობას ეწვია, მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა და სამომავლო გეგმებს გაეცნო. მას თან ახლდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი.
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 30 000 000 ლარის ღირებულების გაიყიდა ფასიანი ქაღალდები.
„ერთიანი ნაციონალური მოძრობის“ წევრმა სერგი კაპანაძემ ბრიფინგი გამართა, სადაც 2012 წლის შემდეგ არსებულ ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა.
ს.ს ,,ქართული ლუდის კომპანიამ’’ ახალი ენერგეტიკული სასმელის ,,Rad Rain’’ - ის წარმოება დაიწყო.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More