ღარიბაშვილი: კატასტროფაა, რომ დღეს, ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 3,7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს
სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს საკუთარ მოქალაქეებზე და განსაკუთრებით მათზე, ვინც საზღვარგარეთ იმყოფება; ჩვენ ერთიანი უნდა ვიყოთ ძლიერი ქართული სახელმწიფოს მშენებლობის იდეის გარშემო, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პირველი დიასპორული პროფესიული ფორუმის მონაწილეებს, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმართება.