22:22 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-27 16:27:24, 1986 ნახვა

ეკონომიკა
ხვალიდან დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „Air Arabia Jordan“-ი საქართველოში ოპერირებას იწყებს

28 აპრილიდან საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას იორდანიული დაბალბიუჯეტიანი (Low-cost) ავიაკომპანია „Air Arabia Jordan“ იწყებს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ამანი-თბილისი-ამანის პირველი რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში  ხვალ 16:40 საათზე დაეშვება. ამანის მიმართულებით ავიაკომპანიის თვითმფრინავი კი ხვალვე, 17:30 საათზე გაფრინდება

„იორდანიული დაბალბიუჯეტიანი (Low-cost) ავიაკომპანია Air Arabia Jordan-ი ამანი-თბილისი-ამანის მიმართულებით სეზონურ ფრენას იწყებს. უკვე დამტკიცებული განრიგის მიხედვით, Air Arabia Jordan-ი აღნიშნულ მარშრუტზე ოპერირებას ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე გეგმავს (26.10.17). ავიარეისები კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და პარასკევს, Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება.

იორდანიისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლის დაწყების თაობაზე ავიაკომპანიასა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის საააგენტოს შორის გამართული კონსულტაციები წარმატებით დასრულდა. სააგენტოსა და „Air Arabia Jordan“-ის წარმომადგენლების დასკვნითი შეხვედრა 14 მარტს გაიმართა. მხარეებმა ისაუბრეს ახალ ავიამიმართულებაზე ოპერირებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ და საორგანიზაციო საკითხებზე. რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა ავიაკომპანიას 24 მარტს მიენიჭა.

ამანი-თბილისი-ამანის დაბალ ტარიფიანი მიმართულება საქართველოში ტურისტების ჩამოყვანასთან ერთად, იოროდანიისა და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით ქართველი მგზავრების მოზიდვაზეც იქნება ორიენტირებული“, - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.

ცნობისთვის, „Air Arabia Jordan“ არაბული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „Air Arabia“-ს ჯგუფის მმართველობაში მყოფი იორდანიული ავიაგადამყვანია, რომელიც 2015 წელს დაფუძნდა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics