|
2026-05-28 20:26:49, 249 ნახვა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ძალადობის წინააღმდეგ შეკრებილი მოქალაქეები ცოტა ხნის წინ პოლციიის განყოფილებასთან მივიდნენ. მკვლელებო - სკანდირებენ აქციის მონაწილები. "ჩემთვის ძალიან მტკივნეული იყო, მარტო ჩემი შვილის კი არა, ისიც [პაპუნა ლოცულაშვილიც] ჩემი შვილის მეგობარია, ერთად გაზრდილები არიან, ამ ფაქტის ნახვა. ეს ორი ახალგაზრდა, იმ მომენტში შეიძლება იყო მსხვერპლი, მაგრამ გადამრჩენელი აღმოჩნდნენ, სხვა შესაძლო მსხვერპლების, რომლებიც შესაძლოა ახლო მომავალში ყოფილიყო. ძალიან მტკივნეულია. უბრალოდ, როგორც მშობლის, ჩემი პირდაპირი სურვილი და მოვალეობაა ბრძოლა და აღიარება იმის, რომ სამართალმა იზეიმოს. უნდა დაისაჯოს ყველა ის სამართალდამცველი, რომელმაც ეს ბიჭები ამ მდგომარეობამდე მიიყვანეს. ამ კადრებს ძალიან დიდი რეზონანსი მოჰყვა და მჯერა, რომ სამართლიანობა იზეიმებს. საზოგადოების ამხელა ძალისხმევას, არ არსებობს შედეგი არ მოყვეს. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი" | ამბობს პოლიციელების მიერ გორში ნაცემი ლაშა აბისონაშვილის დედა, ნინო ელიკაშვილი გორის პოლიციასთან მიმდინარე აქციაზე TV პირველთან
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)