22:37 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-14 19:15:45, 2692 ნახვა

სამართალი
ჩრდილოეთ კორეამ აშშ-ს მხრიდან აგრესიის შემთხვევაში ავიაიერიშების სავარაუდო სამიზნეები დაასახელა

ჩრდილოეთ კორეა ვაშინგტონის აგრესიის შემთხვევაში, ამერიკულ ბაზებზე, იაპონიასა და სამხრეთ კორეაში საპასუხოდ დარტყმებს განახორციელებს, - ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის გენერალურ შტაბში აცხადებენ. ინფორმაციას "რია-ნოვოსტი" ავრცელებს.

მედია საშუალების ინფორმაციით, აგრესიის შემთხვევაში დარტყმები სეულში პრეზიდენტის რეზიდენციაზეც განხორციელდება. ამასთან, კორეა პრევენციულ დარტყმებს ამერიკის მხრიდან „პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო პროვოკაციების“ შემთხვევაშიც განახორციელებს.

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ბრძანებით, ჩრდილოეთ კორეისკენ გაგზავნილმა ატომურმა ავიამზიდმა, რომელიც ფრთოსანი რაკეტებითაა (Tomahawk) აღჭურვილი, იერიშისთვის ხელსაყრელი პოზიცია უკვე დაიკავა.

შეგახსენებთ, 2016 წლის დასაწყისში ჩრდილოეთ კორეამ 20-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა გამოიყენა. ამასთან, 2 ბირთვული ცდა განახორციელა, რომლებიც გაეროს რეზოლუციის პირობებს არღვევს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირმა სანქციები დააწესა ოთხი ორგანიზაციისა და სამი ისრაელელი „ექსტრემისტი მკვიდრის“ წინააღმდეგ
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics