21:28 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-04 18:28:51, 2161 ნახვა

ეკონომიკა
IRI: გამოკითხულთა უმრავლესობა მთავრობის ყველაზე წარმატებულ რეფორმად ჯანდაცვის რეფორმას ასახელებს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)  მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში მთავრობის ყველაზე წარმატებულ რეფორმად გამოკითხულთა უმრავლესობა ჯანდაცვის რეფორმას ასახელებს.

კითხვაზე, რა იყო მთავრობის მიერ განხორციელებული ყველაზე წარმატებული რეფორმა, გამოკითხულთა 18%-მა ყველაზე წარმატებულად ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებული რეფორმა დაასახელა. მეორე ადგილს ვიზალიბერლიზაცია და განათლების სისტემა 3-3-%-ით იკავებს.

კითხვაზე რა იყო ყველაზე დიდი ჩავარდნა, გამოკითხულთა 23% შეუსრულებელ დაპირებებს ასახელებს. მეორე ადგილზე ეკონომიკური კრიზისია.

13%-მა კითხვაზე პასუხისგან თავი შეიკავა, ხოლო 2% ამბობს, რომ მთავრობას ჩავარდნა არ ქონია.

გამოკითხვა საქართველოში, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა, 22 თებერვლიდან 8 მარტის პერიოდში ჩატარდა, გამოიკითხა 18 წელს ზემოთ 1501 რესპონდენტი, ცდომილება შეადგენს პლუს მინუს 2,5%. 

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) საქართველოში  ჩატარებული საზოგადოებრივი კვლევის ოფიციალური შედეგები საკუთარ ვებგვერდზე დღეს გამოაქვეყნა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics