21:57 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-28 19:16:31, 2313 ნახვა

სამართალი
ადვოკატებმა სასამართლოს დეკანოზ გიორგი მამალაძის 20 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება შესთავაზეს

სასამართლოს დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა ბრალდებულის 20 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება შესთავაზს.

დეკანოზის პროცესზე ბრალდების მხარემ დეკანოზის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობაში დატოვება მოითხოვა, რასაც დაცვის მხარე არ დაეთანხმა და სასამართლოს მისი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება სთხოვა.

ადვოკატის განცხადებით, ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, რის საფუძველზეც დეკანოზი უნდა გათავისუფლდეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა. მამა გიორგი მამალაძის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს გულთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, რისი ოპერაციაც საქართველოში არ კეთდება. მისივე თქმით, სასამართლოს შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციაც წარუდგინეს. 

მოსამართლე გადაწყვეტილების გამოსატანად სათათბიროდაა გასული. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics