21:31 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-21 21:16:17, 2262 ნახვა

სამართალი
შსს-მ საბურთალოზე მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საბურთალოზე მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა.

უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ყაჩაღობის, გამოძალვის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 2 პირი: 1995 წელს დაბადებული ნ.მ. და 1995 წელს დაბადებული გ.რ. დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, მოქალაქე ლ.შ.-ს, ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით, ოქროს ნივთები, ძვირადღირებული სათვალე, მაჯის საათი და ავტომობილი გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები თბილისში დააკავეს. პოლიციამ გატაცებული ნივთები და ავტომანქანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება ოპერატიული ღონისძიებები.

გამოძიება ყაჩაღობის, გამოძალვის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე, 236-ე და 181-ე მუხლებით)", - აცხადებენ უწყებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics