|
2025-05-09 19:25:07, 819 ნახვა
პოლიტიკა
ნინო ლომჯარია - ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირმა გაიგონოს ხალხის ხმა
ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირმა გაიგონოს ხალხის ხმა - ნებისმიერი მსვლელობა, მარში ქართველი ერის ხმას აგონებს და აწვდის ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, - ამის შესახებ „საქართველოს ევროპული ორბიტის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომელიც რესპუბლიკის მოედნიდან ევროპის მოედნისკენ მიმავალ მსვლელობას შეუერთდა. ნინო ლომჯარიას განცხადებით, ქართველი ხალხის ევროპული კურსი სერიოზული საფრთხის წინაშე დგას. „საქართველოს ევროპული კურსი ძალიან სერიოზული საფრთხის ქვეშ დგას და შესაძლებელია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ძალიან დიდხანს დაემუქროს ძალიან რეალური საფრთხე. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირმა გაიგონოს ხალხის ხმა, რომელიც უნდა გამიჯნოს ძალაუფლებაში მყოფი ძალის ინტერესებისგან. მათი ინტერესები არ არის დემოკრატიული რეფორმების გატარება, ევროინტეგრაცია, ეს არის ხალხის სურვილი, კონსტიტუციური ნება. ნებისმიერი ასეთი მსვლელობა, მარში ქართველი ერის ხმას აგონებს და აწვდის ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რათა იდგნენ ჩვენს გვერდით და დაველოდოთ იმ მომენტს, როცა ეს ყველაფერი გახდება რეალური“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. შეგახსენებთ, ევროპის მოედნამდე მსვლელობა 5 ლოკაციიდან: რესპუბლიკის მოედნიდან, მარჯანიშვილის მოედნიდან, მეტრო "ავლაბრიდან", საზოგადოებრივი მაუწყებლიდან და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)