|
2025-05-09 11:18:56, 527 ნახვა
პოლიტიკა
EU-ს საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე კანდიდატი ქვეყნებიდან მხოლოდ საქართველო არ მიიწვიეს
რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის ცნობით, 8 მაისს ვარშავაში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს არაფორმალური სხდომაზე, საქართველოს გარდა გაერთიანების წევრობის ყველა კანდიდატი სახელმწიფო მიიწვიეს. "საინტერესოა, რომ საქართველო არ იყო მიპატიჟებული ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს არაფორმალური სხდომაზე. სხვა ყველა EU-ს კანდიდატი ქვეყანა მიწვეული იყო". - წერს იოზვიაკი X-ზე. "რა თქმა უნდა ვწუხვართ, რომ ვარშავაში ჩვენს არაფორმალურ შეხვედრაში საქართველოს წარმომადგენლები არ მონაწილეობენ. თუმცა, ეს გამოწვეულია მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული პირადი გადაწყვეტილებით, რომელმაც გასული წლის ნოემბერში შეაჩერა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. გამოვთქვამთ შეშფოთებას საქართველოს ხელისუფლების მიერ საკუთარი საზოგადოების წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით. მაგრამ, ჩვენ ვაგრძელებთ ქართველი ერის გვერდით მტკიცედ დგომას. მზად ვართ მხარი დავუჭიროთ მის ბრძოლას დემოკრატიისა და ღირებულებებისთვის, რომლებიც შეესაბამება ევროპულ საზოგადოება". - განაცხადეს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)