|
2025-05-08 17:16:59, 855 ნახვა
პოლიტიკა
„წინააღმდეგობის პლატფორმის“ ფარგლებში ქართველ დიპლომატებთან შეხვედრა გაიმართა
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „წინააღმდეგობის პლატფორმის“ ფარგლებში ქართველ დიპლომატებსა და ექსპერტებს შეხვდა. შეხვედრაში მონაწილეობას ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც იმყოფებოდნენ. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, განსახილველი საკითხი "MEGOBARI აქტი" და მიმდინარე პროცესები იყო. "MEGOBARI აქტი" უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია, რომელიც ქართველი ხალხის მხარდაჭერას ისახავ მიზნად, დღევანდელ შეხვედრაზე საერთო ნაბიჯები დაიგეგმა, რომ გაძლიერდეს საერთაშორისო ფლანგზე ჩვენი მუშაობა. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ 9 მაისს ბევრნი ვიყოთ, რადგან ამ აქტს სჭირდება აქციაზე ჩვენი ბევრი ყოფნა, რათა უფრო დაჩქარდეს ნაბიჯები ჩვენი პარტნიორების მხრიდან", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. ასევე, შეხვედრაზე იმყოფებოდა კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელიაც. მისი შეფასებით, შეხვედრაზე ყველა ძირითადი გამოწვევა განიხილეს, რომელიც ქვეყანას აქვს. "შეხვედრა გვქონდა ქართველ დიპლომატებთან, რომლებიც ათეულობით წელია საქართველოს ემსახურებიან. ჩვენ გავიარეთ ყველა ძირითადი გამოწვევა, მათ შორის საერთაშორისო მიმართულებით. დავთქვით მეტი თანამშრომლობისა და კოორდინაციის გზები და ვაგრძელებთ მუშაობას, რომ საერთაშორისო კომუნიკაცია და ქართველი ხალხის დემოკრატიული ხმის, საერთაშორისო საზოგადოებისთვის კიდევ უფრო ეფექტური იყოს და კიდევ უფრო ძლიერი გახდეს", - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)