|
2025-05-07 18:48:16, 951 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ბარამიძე - მოღალატეთა ჯგუფის თავმჯდომარედ კობახიძის არჩევა მოსალოდნელიც იყო
ამ მოღალატეთა ჯგუფის თავმჯდომარედ კობახიძის არჩევა მოსალოდნელიც იყო. ივანიშვილს ძალიან შეზღუდული აქვს იმ ადამიანების წრე, რომლებსაც შეუძლია, ენდოს ქვეყნის ღალატის საკითხში, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა. გიორგი ბარამიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ხავსს ეჭიდება, თითქოს „მეგობარი აქტი“ არ იქნება მიღებული და ხელმოწერილი ტრამპის მიერ. „ამ მოღალატეთა ჯგუფის თავმჯდომარედ კობახიძის არჩევა მოსალოდნელიც იყო. ივანიშვილს ძალიან შეზღუდული აქვს იმ ადამიანების წრე, რომლებსაც შეუძლია ენდოს ქვეყნის ღალატის საკითხში და ამავდროულად ისიც ჩანს, რომ ხავსს ეკიდებიან, თითქოს აშშ-ში კვლავ კობახიძის და ივანიშვილის ჭკუაზე გაივლის ვინმე და „მეგობარი აქტი“ არ იქნება მიღებული და ხელმოწერილი ტრამპის მიერ. როგორც მიიღო კონგრესის ქვედა პალატამ მეგობარი აქტი, ისე მიიღებს სენატიც ამ აქტს და პრეზიდენტი ტრამპიც მოაწერს ხელს. მას შემდეგ, რაც ეს მოღალატეთა ბანდა დამარცხდება ქართველ ხალხთან, ყველა კარგად დავინახავთ, თუ როგორ აგებენ პასუხს იმ ყველაფრის გამო, რასაც სჩადიან ჩვენი სახელმწიფოს და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის წინააღმდეგ“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)