21:22 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-06 15:50:38, 727 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალურ დირექტორად ვანო ზარდიაშვილი დაინიშნა
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი, ვანო ზარდიაშვილი საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალურ დირექტორად დაინიშნა - შესაბამისი ინფორმაცია სსე-ს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. 

"ვანო ზარდიაშვილი სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალურ დირექტორად 2025 წელს დაინიშნა.

2021 წლიდან 2025 წლამდე მუშაობდა სსე-ის დირექტორად იურიდიულ, გარემოს დაცვის, სოციალურ და ნებართვების საკითხებში.

2020 წლიდან 2021 წლამდე იყო სსე-ის მმართველთა საბჭოს წევრი.

2019-2020 წლებში იკავებდა შპს ენერგოტრანსის დირექტორის პირველი მოადგილის თანამდებობას" - წერია ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში, თუმცა ზარდიაშვილის გენერალურ დირექტორად დანიშვნის ზუსტი თარიღი დაკონკრეტებული არ არის.

საჯარო რეესტრის მონაცემებით მიხედვით, 8 აპრილს, გენერალური დირექტორის პოსტზე გიორგი გიგინეიშვილი დავით ტეტუნაშვილმა შეცვალა. 16 აპრილის ამონაწერის მიხედვით, კი გენერალურ დირექტორად, ვანო ზარდიაშვილია მითითებული.

ზარდიაშვილი საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics