|
2025-05-03 09:49:22, 789 ნახვა
პოლიტიკა
პროტესტის 157-ე დღე - თბილისსა და რეგიონებში დღეს საპროტესტო აქციებია დაგეგმილი
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
თბილისსა და რეგიონებში დღეს საპროტესტო აქციებია დაგეგმილი. პროტესტის 157-ე დღეს, თბილისში, აქცია ორ ლოკაციაზე გაიმართება. კერძოდ, 19:00 საათზე აქცია მოეწყობა „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“, ხოლო 20:00 საათზე პარლამენტთან. რეგიონებში დაგეგმილი აქციების განრიგი ასეთია: გორი - მოქალაქეები 17:00 საათზე საკრებულოს წინ შეიკრიბებიან, ლოზუნგით: “გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები!”; ახალციხე - საპროტესტო აქცია 18:00 საათზე, შოთა რუსთაველის ძეგლთან გაიმართება; ბათუმი - 19:00 საათზე, საკონსტიტუციო სასამართლოსთან აქცია: “სამშობლოს სამსახურში!”; ზუგდიდი- 19:00 საათზე მოქალაქეები სამხარეო ადმინისტრაციის წინ შეიკრიბებიან ლოზუნგით: “ზუგდიდი რუსული რეჟიმის წინააღმდეგ”; თელავი - 19:00 საათზე აქცია მერიის წინ მოეწყობა; ქუთაისი - ასევე, 19:00 საათზე, მერიის წინ გაიმართება საპროტესტო აქცია: “კი ევროპას, არა რუსეთს!”; ჩხოროწყუ - მერიის წინ, 20:00 საათზე აქციის მონაწილეები შეიკრიბებიან ლოზუნგით: “გაბედე პროტესტი ყოველდღე!”.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)