|
2025-05-01 13:00:21, 711 ნახვა
პოლიტიკა
პაატა მანჯგალაძე - ჩვენ მეტნი ვართ და აუცილებლად გავიმარჯვებთ!
თენდება დილა და მოქმედებას იწყებს ეს „ქოცური“ აბსურდის სახელმწიფო, სადაც: ბრალის გარეშე ხარ ბრალდებული, თავისუფლების სახელით ხარ შეზღუდული, არჩევნები გაქვს - გამარჯვების უფლება არა - ჩვენ არ ვართ ის ერი, ვის ისტორიასაც მტრები წერენ და მომავალს მოღალატეები განსაზღვრავენ,- ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. მისი შეფასებით, „ქართული ოცნების“ ძალა შიშზე, სიჩუმესა და უმოქმედობაზე დგას. „თენდება დილა და მოქმედებას იწყებს ეს „ქოცური“ აბსურდის სახელმწიფო სადაც: ბრალის გარეშე ხარ ბრალდებული, თავისუფლების სახელით ხარ შეზღუდული, არჩევნები გაქვს - გამარჯვების უფლება არა. მშვიდობა სიჩუმეა; მოძალადე - დაცული; ხალხი - დაუცველი. თუ ფიქრობ - საშიში ხარ; თუ ხმას იღებ უკვე დამნაშავე ხარ; თუ იბრძვი - უცხოეთის აგენტი; თუ აპროტესტებ - პროვოკატორი. ეს არის „ქოცური“ სახელმწიფო, ავტოკრატიაში შეფუთული ფარსი. რეჟიმი, რომელიც ყოველ დღე ცდილობს გაგანადგუროს შიშით, ძალადობით და პროპაგანდით. აქ მთავარი კანონებია: ომი - მშვიდობაა, თავისუფლება - მონობა. უფროსი ძმა ყველაფერს ხედავს და ყველაფერი იცის! თუ ეგუები, არ გაქვს წარსული, აღარ გეკუთვნის აწმყო, მომავალს კი სხვები განსაზღვრავენ. მათი ძალა შიშზე და ჩვენს სიჩუმეზე, უმოქმედობაზე დგას. ჩვენ არ ვართ ის ერი, ვის ისტორიასაც მტრები წერენ და მომავალს მოღალატეები განსაზღვრავენ. გვჯეროდეს ერთმანეთის და თავისუფალი საქართველოსი. ჩვენ მეტნი ვართ და აუცილებლად გავიმარჯვებთ!”, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)