21:51 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-30 17:28:24, 765 ნახვა

პოლიტიკა
რასა იუკნევიჩიენე - საქართველოს რეჟიმი კრემლის მიერ სახელმწიფოს შიგნიდან მიტაცების მაგალითია
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

საქართველოს რეჟიმი კრემლის მიერ სახელმწიფოს შიგნიდან მიტაცების მაგალითია, ეს შეიძლება ასევე ევროკავშირის წევრებს დაემართოთ, თუ ამ ინფექციას დროულად არ შევაჩერებთ, - ამის შესახებ საქართველოზე ევროპარლამენტის მუდმივმა მომხსენებელმა, ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ „ევროპის სახალხო პარტიის” შეკრებაზე განაცხადა.

„საქართველო ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ერია ჩვენს კონტინენტზე. დღეს ევროპული საქართველოს კრემლის სტილის საქართველოსთვის წაგების ძალიან რეალური რისკის წინაშე ვდგავართ.

ბიძინა ივანიშვილის მმართველობის ქვეშ საქართველო წლებია შორდებოდა ევროპას, მაგრამ 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოს ვარდნის ახალი თავი დაიწყო. სასტიკი რეპრესიები, ძალადობა, დაპატიმრებები - ყველაფერი კრემლის სახელმძღვანელოდან.

თავის დროზე ევროპის სანდო პარტნიორი საქართველო პუტინის მარიონეტად იქცევა. ეს უდიდესი დანაკარგია არა მხოლოდ ყველა თავისუფლების მოყვარე ქართველისთვის, არამედ სტრატეგიული მოკავშირის დაკარგვაა შავი ზღვის რეგიონში, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ევროპის უსაფრთხოებისთვის.

საქართველოს ამჟამინდელი რეჟიმი კრემლის მიერ სახელმწიფოს შიგნიდან წარმატებულად მიტაცების მაგალითია. ეს შეიძლება ასევე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს დაემართოთ, თუ ამ ინფექციას დროულად არ შევაჩერებთ.

საქართველოს „დე-ბიძინიზაცია“- ჩვენს მომავალსა და უსაფრთხოებაში ჩვენი ინვესტიციაა. ყოველმა ქვეყანამ, რომელიც ევროპის მომავალზე ღელავს, დაუყოვნებლივ უნდა დაუწესოს სანქციები ბიძინა ივანიშვილსა და ყველა იმ პირს, ვინც პასუხისმგებელია გაყალბებულ არჩევნებსა და რეპრესიებზე“, - განაცხადა იუკნევიჩიენემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics