21:52 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-30 13:38:03, 650 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი - აქციების მიზანი იყო ახალგაზრდების მეშვეობით, პარლამენტის შტურმით აღება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ასახავს იმ რეალობას, რისი გავლაც საქართველოს ბოლო არჩევნების შემდეგ მოუწია. ვუყურებდით, როგორ იყო საპარლამენტო არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადების მცდელობა და ამას როგორ მოჰყვა ე.წ. საპროტესტო აქციების აგორება, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა სუს-ის ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, საპროტესტო აქციების მიზანი კი იყო პარლამენტის შტურმით აღება, სახელმწიფო ინსტიტუციების ჩამოშლა და ახალგაზრდების მეშვეობით ამ ყველაფრის განხორციელება.

„ხედავდით, რომ ეს ყველაფერი ფინანსდებოდა. ეს მხოლოდ ჩვენი მიგნება არ არის, ამაზე ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამაც ისაუბრა. ხშირ შემთხვევაში, საქართველოში ეს დაფინანსება უკანონო პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენებოდა. მიზანიც და პროცესიც უკანონო იყო. სუს-ის საქმიანობამაც განაპირობა, რომ საქართველოში პროცესები ამ სცენარით არ დაგვირგვინდა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics