|
2025-04-29 17:09:07, 522 ნახვა
პოლიტიკა
პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო
პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო. დეპუტატებმა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ და „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონებში დაგეგმილ ცვლილებებს 79-ხმით, ერთხმად დაუჭირეს მხარი. კანონის პროექტი მეორე მოსმენით განხილვის ფარგლებში დაკორექტირდა. ცვლილება კი, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ უკვე აკრძალული პარტიის ე.წ. მემკვიდრე პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების ვადებს შეეხო. უფრო კონკრეტულად, პროექტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლება აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანი, საქმიანობის არსი და პერსონალური შემადგენლობა სასამართლოს მიერ უკვე აკრძალული პარტიის გაცხადებულ მიზანს, საქმიანობის არსსა და პერსონალურ შემადგენლობას იმეორებს. ამასთან, პარლამენტში ინიცირებული და პირველი მოსმენით მიღებული პროექტის თანახმად, პარტიის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებულ სარჩელზე გადაწყვეტილების გამოტანის ვადა სარჩელის შეტანიდან 9 თვეს არ უნდა გადასცდენოდა, საარჩევნო პერიოდში კი - 14 დღეს. დღევანდელი გადაწყვეტილების მიხედვით, ეს ვადა როგორც საარჩევნო, ასევე არასაარჩევნო პერიოდისთვის მხოლოდ 14 დღით იქნება განსაზღვრული. „ეს არის ლოგიკური ვადა. იმის გათვალისწინებით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ე.წ. მშობელი - ძირითადი პარტიის კონსტიტუციურობის საკითხზე უკვე ნამსჯელი ექნება და უნდა ვივარაუდოთ, რომ სათანადო გადაწყვეტილებაც არსებობს, გამომდინარე აქედან, დასადგენი იქნება ე.წ. მემკვიდრე პარტიის საქმიანობის არსის და პერსონალური შემადგენლობის იდენტურობა, რაც დიდ დროს არ მოითხოვს“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა თორნიკე ჭეიშვილმა საკითხის მეორე მოსმენით წარდგენისას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)