|
2025-04-29 15:08:43, 539 ნახვა
პოლიტიკა
ანა დოლიძე - ჩვენს წინაშე არის რეჟიმი, რომელსაც პარანოია სჭირს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მართავს არაკომპეტენტური ხალხი, როგორ უნდა მოვთხოვოთ მათ რაიმე აზრიანი? სამწუხაროა, რომ ამხელა უწყებას ეს ხალხი მართავს. ისინი პარანოიკული შიშებით მოქმედებენ, - ამის შესახებ კოალიცია „ხალხისთვის - ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა. მათი თქმით, „ქართული ოცნება“ თავად ატრიალებს შავ ფულს, რომელიც რუსეთიდან მოდის. „ჩვენს წინაშე არის რეჟიმი, რომელსაც პარანოია სჭირს, იქიდან გამომდინარე, რომ თვითონ ატრიალებენ შავ ფულს, რომელიც რუსეთიდან მოდის. ახლახან ვიწია ჯაფარიძის [ვიქტორ ჯაფარიძე] ახლობელმა 17 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო, სახელმწიფო მაგათთვის არის მეწველი ძროხა და ამის დასაცავად იბრძვიან ესენი, ამის ხარჯზე კი ხალხი გარბის ქვეყნიდან. „ქართულ ოცნებას” წარმოდგენა აქვთ, რომ ჩვენი პარტნიორები ევროკავშირშიც ასე არიან კონსპირაციაში და ალბათ, ამის ეშინიათ. სინამდვილეში შინაგან საქმეთა სამინისტროს მართავს არაკომპეტენტური ხალხი, როგორ უნდა მოვთხოვთ მათ რაიმე აზრიანი? სამწუხაროა, რომ ამხელა უწყებას ეს ხალხი მართავს. ისინი პარანოიკული შიშებით მოქმედებენ“,- განაცხადა ანა დოლიძემ, რომლის კომენტარს პრესსამსახური ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)