22:05 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-29 12:27:30, 696 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, დროებითი საგამოძიებო კომისიის შუალედურ ანგარიშს მოისმენენ
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, დროებითი საგამოძიებო კომისიის შუალედურ ანგარიშს მოისმენენ. საკითხი პლენარული სხდომის დღის წესრიგში ასახულია.

პარლამენტმა ასევე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება კომისიისთვის უფლებამოსილების ვადის ერთი თვით - 5 ივნისამდე გაგრძელების თაობაზე.

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის თეა წულუკიანის ინფორმაციით, კომისიამ 13 თებერვლიდან 17 სხდომა გამართა, 55 პირი გამოკითხა, საიდანაც 30-მდე პირი დაზარალებული იყო.

„შემოსულია 400-მდე განცხადება, საიდანაც 300-ზე მეტი განცხადება უკვე დამუშავებულია. ირკვევა, რომ ყველაზე მეტი განცხადება თუ განცხადება-საჩივარი დიდწილად საკუთრების უფლების დარღვევას და წამება-არაადამიანურ მოპყრობაზეა. დასკვნის პროექტის წერა მიმდინარეობს და 100-ზე მეტი გვერდი უკვე შედგენილია“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

XI მოწვევის პარლამენტში საგამოძიებო კომისია „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის შესწავლის მიზნით შეიქმნა. კომისიის შექმნის ინიციატორი ფრაქცია „ქართული ოცნებაა“. თავდაპირველად კომისიას 2003-2012 წლამდე მომხდარი ფაქტები უნდა შეესწავლა, თუმცა მოგვიანებით უმრავლესობამ გადაწყვეტილება შეცვალა და კომისიას მანდატი დღევანდელ დღემდე გაუფართოვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics