22:04 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-29 11:53:10, 566 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა გვარამია - დღეს დილიდან, რაც ქვეყანაში ხდება, ჩვეულებრივი რეპრესიებია

„ნანუკას ფონდის" დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის სახლთან, სადაც პროკურატურა ჩხრეკას ატარებს, დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული.

ასევე, ადგილზე იმყოფებიან ნანუკა ჟორჟოლიანის მხარდამჭერები, კოლეგები, პოლიტიკოსები.

როგორც „კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რა პროცესებიც ახლა საქართველოში მიმდინარეობს, „ჩვეულებრივი რეპრესიებია”.

„საქართველო ბელარუსი არ არის“ - ეს ფრაზა უნდა დავივიწყოთ. საქართველო ჩვეულებრივად ბელარუსია.

დღეს დილიდან, რაც ქვეყანაში ხდება, ჩვეულებრივი რეპრესიებია. ყველას აპატიმრებენ. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ადამიანებს, ვინც ახლა აქ დგანან, მათ პატრონებს მარტივი პასუხი აქვთ, როგორც ჩანს ამერიკიდან ჩამოტანილი. ჩვენ ვნახეთ ბოლო ვიზიტი ამერიკაში. უთხრეს, რომ არ გექნება დემოკრატია, აქ მეტი არ ჩამოხვიდეთ! - პასუხი არის ეს, როგორ ექნებათ დემოკრატია ხედავთ”, - განაცხადა გვარამიამ.

გარდა ამისა, ადგილზე მყოფი სამართალდამცველები ნანუკა ჟორჟოლიანის საცხოვრებელ კორპუსში ადგილობრივ მცხოვრებლებსაც არ უშვებენ. აღნიშნულის გამო, რამდენჯერმე სამართალდამცველებსა და მოქალაქეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც იყო.

ცნობისთვის, აქტივისტ მარიამ ბაჯელიძის სახლში ჩხრეკა დასრულდა. პროკურატურის წარმომადგენლები მასთან, გამთენიისას მივიდნენ. პარალელურად, ჩხრეკა მიმდინარეობს „ნანუკას ფონდის" დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში. ასევე, საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები იმყოფებიან „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის ალეკო ცქიტიშვილის სახლშიც.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics