22:36 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-23 14:18:59, 632 ნახვა

პოლიტიკა
გია ვოლსკი - ეუთოს გენმდივნის ვიზიტი ჩვეულებრივი ამბავია

ეუთოს გენმდივნის ვიზიტზე აჟიოტაჟის ატეხა არის ისტერიის მაჩვენებელი, რომელიც დაეუფლა ე.წ. ოპოზიციურ სპექტრს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ეუთოს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტი ჩვეულებრივი ამბავი და „ნორმალური სამუშაო პროცესია“.

„[ეუთოს გენერალური მდივნის ვიზიტი] ჩვეულებრივი ამბავია. ჩამოვიდა [ეუთოს] გენერალური მდივანი. ეს, რასაკვირველია, აღიარებასაც ნიშნავს, მაგრამ ეს ჩვენთვის ნორმალური პროცესია. ზოგისთვის ისტერიკის საფუძველია, ზოგისთვის ნორმალური სამუშაო პროცესია. მსოფლიოში გრძელდება ეს პროცესები, მათ შორის, ამ პროცესებში მონაწილეობს საქართველო - პრობლემებით, გამოწვევებით, გარე გამოწვევებით, რაც სამწუხაროა, შიდა გამოწვევით, ასეთი უნამუსო და უსინდისო დამოკიდებულებით, მაგრამ ფაქტია, რომ ეს არის პროცესი, რომლის შეჩერება პრაქტიკულად შეუძლებელია. როგორც ეუთომ, ასევე ოდირმა აღიარა საქართველოს არჩევნები. რასაკვირველია, გენმდივნის ჩამოსვლა, ეკონომიკის და ფინანსთა სამინისტროს აშშ-ში ვიზიტი არის ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი, რომელიც ახასიათებს დამოუკიდებელ ქვეყანას, თავისი პრობლემებით, თავისი მიღწევებით და იმ ვითარებით, რომელიც ზოგადად, მსოფლიოშია შექმნილი. ასე რომ, ამაზე აჟიოტაჟის ატეხვა არის გარკვეულწილად მართლაც ისტერიის მაჩვენებელი, რომელიც დაეუფლა ე.წ. ოპოზიციურ სპექტრს," - განაცხადა ვოლსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირმა სანქციები დააწესა ოთხი ორგანიზაციისა და სამი ისრაელელი „ექსტრემისტი მკვიდრის“ წინააღმდეგ
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics