20:46 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-04 12:30:33, 1246 ნახვა

სამართალი
ნეაპოლში ხვიჩა კვარაცხელიას საგულშემატკივროდ მისული ქართველი დააკავეს, საბერძნეთს მასზე 2012 წლიდან ძებნა ჰქონდა გამოცხადებული

ნეაპოლის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს ძებნილი ქართველი, რომელზეც საბერძნეთს 2012 წლიდან საერთაშორისო ძებნა ჰქონდა გამოცხადებული. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, 38 წლის ი.ნ., რომელსაც საბერძნეთში ორი ადამიანის მკვლელობის მცდელობისთვის 10-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, ნეაპოლში თბილისიდან ჩარტერული რეისით ჩაფრინდა, რათა ქართველი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას თამაშზე დასწრებულიყო.

"ნ.ი. 38 წლის ქართველი, კაპოდიჩინოს საჰაერო სასაზღვრო პოლიციის ოფისმა ევროპული დაპატიმრების ორდერის აღსრულების მიზნით დააკავა, საბერძნეთის სასამართლოს მიერ 2012 წლის ოქტომბერში გამოტანილი აღმასრულებელი სასჯელი 10 წლით თავისუფლების აღკვეთა - მიესაჯა მკვლელობის მცდელობისთვის",- წერს იტალიური მედია. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics