|
2023-03-02 22:02:04, 1346 ნახვა
სამართალი
ვაჟა სირაძე - ამ დროისათვის 4 პიროვნებაა დაკავებული - ვინც არ დაგვემორჩილა, შესაბამისად ვიმოქმედეთ
საპატრულო პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის განცხადებით, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე 4 მოქალაქე დააკავეს. მისი თქმით, აქცია პარლამენტის შესასვლელის ბლოკირებაში გადაიზარდა, რის გამოც პოლიციამ შესაბამისად იმოქმედა. "ამ დროისათვის დაკავებულია ადმინისტრაციულად 4 პიროვნება, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე. როგორც ხედავთ, ადგილზე მიმდინარეობდა აქცია, რომელიც გადაიზარდა პარლამენტის უკანა შესასვლელის ბლოკირებაში. პოლიციამ მოუწოდა გზის გახსნისა და წესრიგისაკენ და ვინც არ დაგვემორჩილა, შესაბამისად იმოქმედეს. ამიტომაც, მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს",- განაცხადა შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პარლამენტი საკომიტეტო სხდომაზე „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტს განიხილავდა. არასამთავრობო სექტორმა და მედიის წარმომადგენლებმა საკანონმდებლო ორგანოში აქცია გამართეს და სხდომაზე "ქართული ოცნების" და "ხალხის ძალის" წევრები შეძახილებით შეაცილეს. სიტუაცია არა ერთხელ დაიძაბა და სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ანტიდასავლური მოძრაობის კანონპროექტის განხილვას აპროტესტებდნენ საქართველოს პარლამენტთანაც, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: „ძირს რუსული მთავრობა!", „არა რუსულ კანონს". წინააღმდეგობის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების გაერთიანებულ კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)