21:18 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-07 10:26:02, 1269 ნახვა

სამართალი
ხაჭაპურიძე - თავდაყირა რომ დადგეს ქართული კვაზი „მართლმსაჯულება“, სააკაშვილს მაინც გავიყვან და გადავარჩენ

მაინც გავიყვან და გადავარჩენ სააკაშვილს, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველი შალვა ხაჭაპურიძე სოციალურ ქსელში წერს.

ხაჭაპურიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილებით, მსოფლიომ კიდევ ერთხელ დაინახა, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა არ აქვს.

"სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ დაინახა მსოფლიომ, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა არ აქვს!
მაინც გავიყვან და გადავარჩენ სააკაშვილს, მთლად თავდაყირა რომ დადგეს  ქართული კვაზი ,,მართლმსაჯულება"! კარგი იყო ეს ქართველი მოსამართლის ხელით მომხდარიყო", - წერს ხაჭაპურიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, გუშინ, 6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ მიიღო.

ექსპრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით 1-ელ დეკემბერს მიმართა.

მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველის შუამდგომლობას უძღოდა წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დასკვნა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი აღენიშნება, აქედან წამყვანია, დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics