21:21 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-06 18:30:36, 1286 ნახვა

სამართალი
ხაბეიშვილი - მოსამართლეს არჩევანის გაკეთება მოუწევს , ან სამართლებრივ გადაწყვეტილებას აცხადებს, ან კრემლიდან პოლიტიკურად ნაკარნახევს

მოსამართლეს მოუწევს ძალიან მარტივი არჩევანის გაკეთება, ან აცხადებს სამართლებრივ გადაწყვეტილებას, ან მეორე ვარიანტია, რომ მიიღოს კრემლიდან ნაკარნახევი გადაწყვეტილება, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, უნდა გამოცხადდეს სამართლებრივი გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისადაც არსებობს მტკიცებულებები, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უნდა იქნას გადაყვანილი სამკურნალოდ ისეთ ქვეყანაში, სადაც მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს არ შეექმნება პრობლემები.

"მოსამართლეს მოუწევს ძალიან მარტივი არჩევანის გაკეთება, ან ის აცხადებს სამართლებრივ გადაწყვეტილებას, რომლის შესაბამისადაც ცხადია ყველა მტკიცებულება არსებობს რომ პრეზიდენტ სააკაშვილი გადაყვანილ იქნას იმ ქვეყანაში, სადაც მის ჯანრმთელობას და სიცოცხლეს არ შეექმნება საფრთხე, მეორე ვარიანტია, რომ მიიღოის პოლიტიკურად ნაკარნახევი გადაწყვეტილება, რომელიც ცხადია იქნება კრემლიდან ბიძინა ივანიშვილის გავლით", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საქმეზე ბოლო სასამართლო პროცესი კვლავ მიმდინარეობს, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, დიდი ალბათობით მოსამართლე გიორგი არევაძე ისტორიულ გადაწყვეტილებას სხდომის დასრულების შემდგომვე გამოაცხადებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics