21:28 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-27 22:25:57, 1449 ნახვა

სამართალი
ხაჭაპურიძე - თუ ექსპერტიზის დანიშვნა უნდოდა სამხარაულს, სააკაშვილი უკვე წელიწადი და ოთხი თვეა პატიმარია და თავისუფლად შეეძლოთ

თუ ექსპერტიზის დანიშვნა უნდოდა სამხარაულს, სააკაშვილი უკვე წელიწადი და ოთხი თვეა პატიმარია და თავისუფლად შეეძლოთ, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლების მხრიდან ხდება ყველანაირი მცდელობა, რომ გადაფარონ რეალობა და სიტუაცია თავიანთი გადმოსახედიდან წარმოაჩინონ.

მან დასძინა, რომ სასამართლო პროცესების გაჭიანურების გამო, 7 მოწმე მოიხსნება და დარჩება 5 მოწმე და ერთ ან ორ სხდომაში დასრულდება პროცესი.

"თუ ექსპერტიზის დანიშვნა უნდოდა სამხარაულს, სააკაშვილი უკვე წელიწადი და ოთხი თვეა პატიმარია და თავისუფლად შეეძლოთ. ეს ყველაფერი არის მცდელობა, რომ რამენაირად გადაარჩინონ სიტუაცია თავიანთი გადმოსახედიდან , ანუ რამენაირად არ გაუშვან მიხეილ სააკაშვილი. 7  მოწმეს მოვხსნით, დაგვრჩება 5 მოწმე და იმ 5 მოწმიდან ერთ სხდომაში, ან ორ სხდომაში დავასრულებთ", - განაცხადა ხაჭაპურიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics