|
2023-01-26 15:18:20, 1856 ნახვა
სამართალი
მამუკა ხაზარაძის განცხადებით, სააპელაციოს გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ
"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ. როგორც ხაზარაძემ მეორე ინსტანციის განაჩენის მოსმენის შემდეგ, მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, "ბრძოლა გაგრძელდება". "ჩვენ დღესვე მივმართავთ ჩვენს ადვოკატებს და გავასაჩივრებთ უზენაეს სასამართლოში გადაწყვეტილებას. ეს არის გრძელი გზა და დარწმუნებული ვარ, რომ უზენაესში დაგვხვდება ის ადამიანი, ის მოსამართლე, რომელიც იყო ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი - ბატონი თადუმაძე, რომელიც იყო გენერალური პროკურორი, რომელმაც დაიწყო საქმე ჩვენს წინააღმდეგ და ახლა მივდივართ როგორც მოსამართლესთან ბატონ თადუმაძესთან, რომელმაც თითქოს სამართლიანი გადაწყვეტილება უნდა გამოიტანოს. ეს არის აბსურდის თეატრი, აბსურდის ქვეყანა და ასე ვერ გაგრძელდება. მე ვპირდები თითოეულ მოქალაქეს, რომ ბრძოლა ერთი წამით არ გაჩერდება", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. შეგახსენებთ, თბილისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება გაიზიარა და მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე დამნაშავედ ცნო. მეორე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)