21:41 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-29 09:56:38, 1466 ნახვა

სამართალი
სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ეროვნული სატყეო სააგენტოს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ინფორმაციით, მოქალაქე, დაბა წაღვერში, სახელმწიფო ტყიდან უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი სახეობის 9 მ3 -მდე პირველი ხარისხის სამასალე მერქნის ტრანსპორტირებას, „ზილ 131” მარკის სატვირთო ავტომობილით ახორციელებდა.

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა ავტოსატრანსპორტო საშუალება დალუქეს და დაბა წაღვერის „საქმიან ეზოში” გადაიყვანეს.

„ვინაიდან კანონდარღვევის ფაქტი სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავს, საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის საგამოძიებო ორგანოში გადაიგზავნება.

უკანონოდ ჩამორთმეული სამასალე მერქნის დასაწყობება წაღვერის „საქმიან ეზოში” მოხდა, საიდანაც შემდგომ მისი რეალიზაცია განხორციელდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics