22:05 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-18 17:37:23, 1451 ნახვა

სამართალი
პოლიციამ ხონში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

იმერეთის პოლიციამ ხონში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა და 1996 წელს დაბადებული გ.კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებთ დააკავა. 

უწყების ცნობით, დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 დეკემბერს, ხონის მუნიციპალიტეტში, ცივი იარაღით 2 ჭრილობა მიაყენა 1989 წელს დაბადებულ გ.ჩ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მიყენებული დაზიანებების შედეგად გ.ჩ. ადგილზე გარდაიცვალა.

პოლიციამ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი, მომხდარიდან რამდენიმე სააათში, ცხელ კვალზე დააკავა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი დანა - ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზახ მკვლელობას გულისხმობს“, - აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics