22:05 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-16 17:36:06, 1270 ნახვა

სამართალი
საკანონმდებლო მაცნე ეროვნული უმცირესობების ენებზე კანონმდებლობის თარგმნისა და ძველი ნორმატიული აქტების გაციფრულების პროცესს განაგრძობს

საბჭოთა პერიოდის შემდგომ მიღებული კანონმდებლობის გაციფრულება კვლავ რჩება იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის ძირითად მიმართულებად. 2022 წელს ამ მიმართულებით შესრულებული სამუშაო იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარლამენტში სიტყვის გამოსვლისას შეაჯამა.

მიმდინარე წელს გაციფრულდა 14 286 გვერდი იმ ნორმატიული აქტებისა, რომლებიც 1990 წლის შემდეგ არის გამოცემული/მიღებული და აქამდე მხოლოდ ბეჭდური სახით იყო ხელმისაწვდომი.  ამჟამად მიმდინარეობს ხსენებული გაციფრულებული 650-მდე ნორმატიული აქტის საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე ეტაპობრივი განთავსების პროცესი. საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე უკვე განთავსებულია აფხაზურ, ოსურ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ნათარგმნი ათეულობით  ნორმატიული აქტი.

„მნიშვნელოვანია აღნიშნული კანონების ცოდნა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რათა ამ ქვეყნის სამართლებრივ სისტემაში შეძლონ სრულფასოვნად ორიენტაცია", – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ნათარგმნ საკანონმდებლო აქტებს შორისაა საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს ორგანული კანონი „მოქალაქეობის შესახებ"; საქართველოს ორგანული კანონი „სახელმწიფო ენის შესახებ"; საქართველოს კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ"; საქართველოს კანონი „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ"; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი და სხვა აქტუალური აქტები. ამჟამად მიმდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და საპროცესო კოდექსების თარგმნის პროცესი.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics