|
2022-12-09 15:09:29, 1489 ნახვა
სამართალი
სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები და თანხა გამოავლინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, ეჭვის საფუძველზე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის, ა.ტ.-ს მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის, ეჭვის საფუძველზე დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული 900 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა. შემოსავლების სამსახურის ცნობით, საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 72093,37 ლარი შეადგინა. "საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა. საბაჟო კონტროლის ფარგლებში, ამავე საბაჟო გამშვებ პუნქტში, მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის ი.ი.-ს კუთვნილი ბარგისა და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა, ჯამში, 103 450 აშშ დოლარი გამოავლინეს. არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით, ჯამში 2798 94, 32 ლარი შეადგინა. საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევი მოქალაქე, სანქციის სახით, (თანხის 10%- ის ოდენობა) ჯამში - 27989,432 ლარით დაჯარიმდა", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)