|
2022-12-08 11:02:46, 1523 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა და დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტები გამოავლინა
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტები გამოავლინა. სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია 7 პირის მიმართ. საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრები, სამი მსხვილი საერთაშორისო კომპანიის დიდი ოდენობით ფულად თანხას მოტყუებით დაეუფლნენ. გამოძიებით დადგენილია, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა საქართველოში 3 სხვადასხვა ფიქტიური კომპანია დააფუძნეს, რომელთა ინგლისურენოვანი საფირმო დასახელებები მსხვილი საერთაშორისო კომპანიების დასახელებებს მიამსგავსეს. ბრალდებულებმა სინგაპურსა და აშშ-ში რეგისტრირებულ საერთაშორისო კომპანიებს მიაწოდეს ცრუ ინფორმაცია და ფულადი თანხის მიმღებად ტაილანდში, აშშ-სა და სინგაპურში რეგისტრირებული რეალური კომპანიების ნაცვლად, საქართველოში მათ მიერ დანაშაულებრივი მიზნით დაფუძნებული ფიქტიური კომპანიები მიუთითეს. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, საქართველოში, ბრალდებულთა ფიქტიური კომპანიების საბანკო ანგარიშებზე საერთო ჯამში 596 612 ლარის ეკვივალენტი უცხოური ვალუტა ჩაირიცხა, რაც ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა მიისაკუთრეს. საქართველოს პროკურატურამ ბრალდებულებს ბრალდება სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ფაქტზე (ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობა) წარუდგინა. სისხლისსამართლებრივი დევნა 7 პირის მიმართ დაიწყო. ბრალდებულთა მიერ ჩადენილი ქმედება, 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა საქართველოს გენერალური პროკურატურის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენს. პროკურატურა აგრძელებს ინტენსიურ გამოძიებას და საერთაშორისო თანამშრომლობას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენის და მხილების მიზნით.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)